გივი მიქანაძე: 7 თვის განმავლობაში, ოპოზიცია საზოგადოებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არწმუნებდა, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა

გივი მიქანაძე: 7 თვის განმავლობაში, ოპოზიცია საზოგადოებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არწმუნებდა, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა

7 თვის განმავლობაში, ოპოზიცია საზოგადოებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არწმუნებდა, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა. ვითომ იყო იმდენად უხეში დარღვევები, რომ შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თავიდანვე გაგვიკვირდა, როდესაც ოპოზიციამ უარი განაცხადა, მიუხედავად ჩვენი არაერთი მოწოდებისა, გამოეყენებინათ სამართლებრივი ბერკეტი და შეექმნათ საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპარლამენტო არჩვენების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

„ისევ ჩვენ მივიღეთ მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ რაიმე კითხვის პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩენილიყო. რადგან პასუხისმგებლობას ვგრძნობთ საზოგადოების წინაშე, რომ ყველა პროცესი იყოს გამჭვირვალე. ჩვენვე დავაინიცირეთ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ამ კომისიის შექმნის იდეა. ოპოზიციამ კი, რომელიც მთელი ეს დრო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველას არწმუნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის უკან დგას მხოლოდ ერთი, მათ არც ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელსაც შეეძლო ემხილებინა ისეთი დარღვევა, რომელსაც შეიძლებოდა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე, ხელთ არ გააჩნდათ. სხვა შემთხვევაში, არც კომისიას დაელოდებოდნენ და საზოგადოებას ამ ფაქტებს არაერთხელ წარუდგენდნენ. როდესაც ფაქტი და მტკიცებულება არ არსებობს, შეუძლებელია მათი პოზიცია გამყარდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.