ირაკლი კობახიძე:  20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი -  გახარია და საბანაძე

ირაკლი კობახიძე:  20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი -  გახარია და საბანაძე

„გახარიას მხრიდან  20 ივნისის  ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი -  გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კითხვები, რაზეც პასუხები არ არის, მაგალითად, რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით?

„ რაც ხდებოდა 20 ივნისს, ბუნებრივია, გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვები, ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და კითხვებიც მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით? ამაზე კითხვაზე პასუხი არ არსებობს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მისივე თქმით, ოპერაციის დაგაგმვაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია იყო და ამას ერთერთ მოადგილესთან ერთად აკეთებდა.

„რა თქმა უნდა ის  იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ოპერაციის დაგეგმვაზე, რა თქმა უნდა ის იყო პასუხისმგებელი და თითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან ერთდ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვის ნიშანი, რატომ იყო სპეცრაზმი გარეთ, როდესაც უნდა მდგარიყო შიგნით და ყველა დაადასტურებს ამას. ეს ერთ და მეორე რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალბები.  საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება იმისათის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. და რატომ მოხდა ერთი და მეორე. ჭიშკრის გარეთ სპეცრაზმის დგომა და რბილი საშუალებების არ გამოყენება ამაზე პასუხი არ არსებობს. ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა, რამოდენიმე ჭიშკარია იქ, იყო მარტივი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების რაოდენობა არ იყო ისეთი, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხის ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილყო შიგნით და რომ გამოყენებულიყო უმარტივესი რბილი საშუალებები, თავიდან იქნებოდა აცილებული.ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები, თუმცა შესაძლოა არ იყო შეცდომები. ოპერაციას გეგმავდნენ ორნი. ეს იყო გახარია და საბანაძე. შესაბამისად იყვნენ ყველაფერში ჩართულები“ “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.