ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მთავრობის წევრები ეხმაურებიან. მთავრობის სხდომის დაწყებამდე სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება იზიარებს იმ პრინციპებს, რომელიც ევროპულ გაერთიანებას აქვს დადგენილი.
ევროპის სახალხო პარტიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მას ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.
რა განცხადებები გაკეთდა მთავრობის სხდომის დაწყებამდე და რა საკითხებს განიხილავენ დღეს მთავრობის წევრები, ნდოარ ჩაჩუა ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.