იენს სტოლტენბერგი: ჩინეთის აღზევება გამოწვევაა ალიანსისთვის, რასაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ, ისინი ჩვენს ფასეულობებს არ იზიარებენ

იენს სტოლტენბერგი: ჩინეთის აღზევება გამოწვევაა ალიანსისთვის, რასაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ, ისინი ჩვენს ფასეულობებს არ იზიარებენ

ნატო 2010-ის დღის წესრიგში ჩინეთის ხსენებაც არ იყო, პირველად ის 2019 წელს ვახსენეთ. დღეს უკვე ჩინეთს აქვს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი და ყველაზე დიდი ფლოტი, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი ნატო-ს მტერი არ არის და ჩინეთთან მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობა უწევთ, იქნება ეს კლიმატური ცვლილებები, ავღანეთი, შეიარაღებაზე კონტროლი თუ სხვა.

„ამავდროულად, ჩინეთის აღზევებასთან ერთად, გლობალური ძალთა ბალანსი იცვლება და ჩვენ ვიხილეთ ჩინეთის ქცევა, სულ მცირე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ვხედავთ, რომ ისინი ახორციელებენ ძლიერ ინვესტირებას თანამედროვე სამხედრო, ბირთვულ შესაძლებლობებში, შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებში, წყალქვეშა ხომალდებში.

ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვითი ბიუჯეტი და მსოფლიოში უდიდესი ფლოტი აქვს. ისინი არ იზიარებენ ჩვენ ფასეულობებს, ახშობენ დემოკრატიულ პროტესტს ჰონგ კონგში, სდევნიან უმცირესობებს ქვეყანაში, ასე რომ, ჩინეთის აღზევება გამოწვევაა ნატო-ს ალიანსისთვის და ამას ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ, როგორც ალიანსმა“, – იენს სტოლტენბერგმა.