„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ღარიბ სახელმწიფოებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ღარიბ სახელმწიფოებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ღარიბ ქვეყნებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ. ამის შესახებ სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ვაქცინების ნაწილს სახელმწიფოები COVAX-პლატფორმით, ნაწილს კი პირდაპირი წესით მიიღებენ. ბრიტანეთი ამ ინიციატივას 100 მილიონი დოზით უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, ეს „კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიოს ვაქცინაციისკენ“.

მან ასევე ამ პროცესში ბრიტანული AstraZeneca-ს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმით მიწოდებული ვაქცინების 96%-ს სწორედ AstraZeneca წარმოადგენს.