ზაზა კევლიშვილი: კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც სამყარო დაიქცეს!

ზაზა კევლიშვილი: კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც სამყარო დაიქცეს!

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ამ ბოლო დღეების მანძილზე ბევრი კამათი მერგო წილად მეგობრებთან,იყო მესინჯერში "საქმეების გარჩევაც" .

,გახარიას გამო მგონი რამდენიმე პატივცემული მეგობარიც  კი დავკარგე. დიდხანს ვფიქრობდი,ვეცადე  მოკლედ და გამოვიდა გრძლად. არავის არ ვპასუხობ კონკრეტულად,ჩათვალეთ რომ ვისაც კომენტარებში ვერ გპასუხობდით,ყველას ერთად გცემთ პასუხს,ან რაღაც ამდაგვარი

ჰო, მართალია, სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ცდილობენ პერსონალური განწყობების გარკვევამდე დაიყვანონ ივანიშვილის ბოლო განცხადება, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი იყო კანონის უზენაესობის ხაზგასმა. ვის რა სენტიმენტები და პერსონალური განცდები აქვს გახარიას ან ივანიშვილოს მიმართ,ეს ნაკლებად საინტერსოა.

საქმე სწორედ და მხოლოდ ამაშია. თუ ჩვენ ოდესმე გვინდა სახელმწიფოდ და საზოგადოებად შევდგეთ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პრინციპი არ შეიძლება არსებობდეს. სხვა საქმეა რომ სახელმწიფო შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით, ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ამას. არანაირმა „საფრთხემ“ და სცენარმა, არც ერთ კერძო შემთხვეაში არ უნდა დააყენოს თავად პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამის აქცენტირება კი იმიტომაა  მნიშნველოვანი, რომ ზოგიერთები ლამის გმირად წარმოადგენენ გახარიას, სისხლისღვრისგან იხსნა ქვეყანა, რაც ნაცმოძრაობის ოფისში შეჭრას მოჰყვებოდაო. (ამას იმის მიუხედავად ამტკიცებენ, რომ მალევე უფრო მეტი ხალხის და უფრო მობილიზებულ პირობებში მელიას დაჭერას სისხლის გუბეები კი არა, ერთი ნაკაწრი არ მოჰყოლია, ნუ, გასაგები მიზეზების გამო მელიას არც ემუქრებოდა ეს, მაგრამ არც ვინმე სხვას თმა არ ჩამოვარდნია თავიდან).

მეტიც, გახარიას თანაგუნდელებმა ისიც კი მითხრეს, დემოკრატიის მთავარი პრინციპი დაირღვა - არ შეიძლება ოპოზიციის შტაბბინაში შეჭრაო. დემოკრატიის სახელმძღვანელოში წერია ასეო.

ჰოდა მეგობრებო, ტყუილია ეგ. ახლა ცნობილია ამბავია რომ  ენას ძვალი არ აქვს და კლავიატურას - სირცხვილის გრძნობა, მაგრამ მსგავსი ბოდვა ვერანაირ ტექსტში ვერ ეწერება, რომელსაც სახელმძღვანელო შეიძლება დაერქვას. დემოკრატიის ყველა მართალი სახელმძღვანელო იწყება ძველი, დემოკრატიის გარიჟრაჟზე ჩამოყალიბებული ფუძემდებლური და მარადიული პრინციპით - კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც სამყარო დაიქცეს!

შეიძლება კანონი არ მოგვწონდეს, ვიბრძოლოთ მის შესაცვლელად ან დასახვეწად, ახალი შეთანხმებების დასადებად და ა.შ. მაგრამ თუ მიზანი - უკეთესი კანონი და სამართლიანობაა, და არა ქაოსი, ეს ბრძოლა კანონისვე გზით უნდა წარიმართოს და სანამ კანონი კანონია, ის ერთია ყველასთვის და უნდა აღსრულდეს. როგორც მამარდაშვილი ამბობდა - "უკანონო გზებით კანონი არ მიიღწევა".

და როგორც გახარია იტყოდა - „მინდა კარგად გავიგოთ“, რომ მართალ სახელმძღვანელოში არ წერია და ვერ ეწერება - „კანონი უნდა აღსრულდეს თუნდაც სამყარო დაინგრეს, ოღონდ ნაცმოძის ოფისის ხელის ხლება არ შეიძლებაო“.

რა თქმა უნდა, ეს გახარიას იმ მომხრეებმაც მშვენივრად იციან. უბრალოდ, რაკიღა მიზანი ნებისმიერ ფასად ძალაუფლებაა, სხვა თეორიული შანსიც აღარ რჩებათ გარდა იმისა, რომ დემოკრატიის „ახალი“, წარმოსახვითი, ირაციონალური მოდელირებები შექმნან.

ყველა, ვინც ამ „ლოგიკას“ მიჰყვება, წინასწარ დამარცხებული გამოდის ბროლის ველზე”.

Ninja 100,%
4 წლის უკან
amo ". . . მალევე უფრო მეტი ხალხის და უფრო მობილიზებულ პირობებში მელიას დაჭერას სისხლის გუბეები კი არა, ერთი ნაკაწრი არ მოჰყოლია . . ." ბ-ნო ზაზა მეც თქვენთან ვარ, მაგრამ პოლიტიკაც ხომ ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, ამიტომ არცთუ იშვიათად მ რ
ა ვ ა ლ წ ა ხ ნ ა გ ო ვ ა ნ ი, აქედან გამომდინარე თქვენ დარწმუნებული ხართ გახარია რომ დარჩენილიყო ის სპეცოპერაცია უსისხლოდ დამთავრდებოდა?
4 წლის უკან