ეუთოს თავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას - ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-თან და ევროკავშირთან მუშაობით

ეუთოს თავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას - ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-თან და ევროკავშირთან მუშაობით

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ან ლინდე, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მივესალმებით 15 დაკავებულის სომხეთში დაბრუნებასა და აზერბაიჯანისთვის იმ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას გააადვილებს. ნდობის აღდგენის ეს ზომა ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას, მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან მუშაობით“, - წერს ან ლინდე.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.