როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივნისს ქუთაისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექია ნავარაუდევი ფოთშიც. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღის განმავლობაში წვიმა ელჭექით და +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

+25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +26 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ასევე იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უხვი ნალექია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.