ირაკლი ლატარია:  მგონი ვუბრუნდებით რეგიონში წამყვანი ქვეყნის სტატუსს, ყოჩაღ ჩვენს პრემიერს

ირაკლი ლატარია:  მგონი ვუბრუნდებით რეგიონში წამყვანი ქვეყნის სტატუსს, ყოჩაღ ჩვენს პრემიერს

ექსპერტი ირაკლი ლატარია, საქართველოს პრემიერის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის  გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში  ეხმიანება.

,,ყოჩაღ ჩვენს პრემიერს. მგონი ვუბრუნდებით რეგიონში წამყვანი ქვეყნის სტატუსს. რამხელა შედეგია, როდესაც ორ ქვეყანას შორის დავას ან ნებისმიერ შეუთანხმობლობას მოაგვარებ და არა მხოლოდ მოაგვარებ, არამედ შენი ქვეყანა გამოყენებული იქნება როგორც ჰუმანიტარული დერეფანი!!!

აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც საქართველოს გავლით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

არა ნუ, შეუძლია ღარიბაშვილს საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა (პოლიტიკურად) ან ბეცი “ - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია.