შარლ მიშელი:  მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს, პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ

შარლ მიშელი:  მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს, პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ.

„მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს – დაკავებულთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების მონიშვნას.

პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და განაგრძობს დახმარების შეთავაზებას პროგრესის გასაძლიერებლად“, – წერს შარლ მიშელი „ფეისბუქში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.