საქართველოში სომხეთის საელჩო: მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის

საქართველოში სომხეთის საელჩო: მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის

აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოში სომხეთის საელჩო ეხმაურება და საქართველოს მთავრობას ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულის შესახებ საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“, – წერს საელჩო.

აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება სომხური მხარის მიერ 97 000 ნაღმზე ინფორმაციის გაცემის სანაცვლოდ გადაწყვიტა.