ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ

„ნამახვანჰესის“ შესახებ მედიაციის პირველ შეხვედრის შედეგი ცნობილია - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

„​დღევანდელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება. 1) - ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. 2) - როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა - შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე. 3) - ენერგო უსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება - მთავრობა განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას“, - განაცხადა დირკ ბუშლემ თითქმის 9-საათანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.