დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან.

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც მისივე განმარტებით, ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება მოსახლეობის ფართო მასებში.

„ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.