გივი მიქანაძე: ოპოზიციისგან საზოგადოების მოტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ სიტყვებია

გივი მიქანაძე: ოპოზიციისგან საზოგადოების მოტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ სიტყვებია

ოპოზიციისგან ამდენი თვის განმავლობაში საზოგადოების მოტყუება, ვითომ არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ სიტყვებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ახლა მათ კომისიის მუშაობის ფონზე თავის მართლება უწევთ საზოგადოებასთან, თუ რატომ არ იღებენ ამ პროცესებში მონაწილეობას და არაერთი უსაფუძვლო ახსნა მოაქვთ, რომ ვითომდა უკვე იმდენი დროა გასული, რომ ახლა აზრი არ აქვს ამ გადათვლის ჩატარებას, რომ მათი მონაწილეობის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ და უამრავი რაღაც, რასაც არანაირი გამყარებული ფაქტი არ აქვს“, - აღნიშნა მიქანაძემ.

არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდება.