ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმის შესუსტებასთან არის დაკავშირებული

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმის შესუსტებასთან არის დაკავშირებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში რაც შეიძლება შესუსტდეს პოლიტიკური პლურალიზმი.

მისივე თქმით, კანონპროექტი დემოკრატიის განვითარების ინტერესებს არ ემხახურება.

„ჩვენი პარტნიორების პოზიციაა, რომ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და მმართველ ძალას აღქმა აქვს დაკარგული, პარალელურ რეალობაში იმყოფება, ამ დროს, ვენეციის დასკვნის მიუხედავად, ეს ცვლილებები მაინც შემოაქვთ. ეს კანონპროექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში რაც შეიძლება შესუსტდეს პოლიტიკური პლურალიზმი. თუ ხელისუფლება არის დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი, მის ინტერესებში უნდა იყოს ძლიერი პარტიები, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, ჩვენ რომ გვემუქრებოდნენ და კანონპროექტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი ჩადეს, რაზეც პარტნიორებმა სერიოზული შენიშვნა უთხრეს, ახლა გადაწყვიტეს, თითქოს შემსუბუქებული ცვლილება შემოიტანონ, რაც არ ემსახურება დემოკრატიის განვითარების ინტერესებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.