შალვა პაპუაშვილი: იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან

შალვა პაპუაშვილი: იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან

იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან და დღეს ნიკა მელია გვემუქრებოდა, რომ ხელს ჩაგვავლებდა და გაგვიყვანდა დარბაზიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც აცხადებს, რომ დამთავრებულია, 19 აპრილის შეთანხმების საკითხი.

„იმისთვის, რომ ესაუბრა ცარიელი სიტყვები, სიცარიელე, მეტი არაფერი. ეს სიტყვები, ჩვენ მათგან ბევრჯერ მოგვისმენია, საქმე კი ვნახეთ, რომ სხვაა. სიტყვები იყო რომ არ შემოვიდოდნენ, ვნახეთ, რომ აქ არიან. სიტყვები იყო, რომ გაყალბებული იყო არჩევნები. დაიწყეს ხან იმით, რომ გამოცხადება იყო გვიანი, ხან თქვეს, რომ ბათილი ბიულეტენები იყო ჩაყრილი, ხან რა განაცხადეს და ხან - რა. ყველაფერი, თითოეული მათი სიტყვა გაბათილდა. არაფერი აქვთ ხელში, მხოლოდ ცარიელი სიტყვები. შემდეგ იყო სიარული ფასილიტაციასა და მედიაციაზე. „ნაციონალური მოძრაობამ“ იარა, იარა, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. სწორედ ეს არის სამწუხარო მოვლენა. ისინი საუბრობენ, რომ ამნისტია არის დანაშაულებრივი და იმას ვერ ხვდებიან, ამით რას ამბობენ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების ძალისხმევა არის დანაშაულებრივი, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ორჯერ ჩამოსვლა დანაშაულებრივია. იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან და დღეს ნიკა მელია გვემუქრებოდა, რომ ხელს ჩაგვავლებდა და გაგვიყვანდა დარბაზიდან. ჩვენს უკან დგას 1 მილიონი ამომრჩეველი, ის ემუქრებოდა საქართველოს 1 მილიონ მოქალაქეს, რომ ხელს ჩაჰკიდებდა და ამ დარბაზიდან გაიყვანდა. რთულია, ისაუბრო „ნაციონალურ მოძრაობაზე“. სულ რამდენიმე თვეა პოლიტიკაში ვარ, ამ კინოს გარედან ვუყურებდი, დღეს კი მომეცა საშუალება სამ განზომილებაში მეყურებინა ის კინო, რომელსაც წლებია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ვუყურებ. ეს კინო სამწუხაროდ, მეორდება და მეორდება. ისინი დღესაც აცხადებენ, რომ დამთავრებულია, 19 აპრილის შეთანხმების საკითხი. ისინი არ აპირებენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.