ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან

ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.

საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთვებიან ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები. კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.

სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნეს ინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება.