უკრაინის პრემიერი: საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო

უკრაინის პრემიერი: საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო

„დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმარმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც თბილისში უკრაინულ დელეგაციას დახვდნენ“, - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„უკრაინელი ხალხის სახელით, ქართველ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთთანამშრომლობა. ამ რთული, გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც, პირველ რიგში, კორონავირუსს უკავშირდება, საქართველოში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვხედავთ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისა და ჩვენი ბიზნესებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არაა მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებითა და ჩვენი პარტნიორობით. ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთობლივ მიზნებს ემყარება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. მინდა, აღვნიშნო ჩვენი პოზიციების, ქმედებებისა და ხედვების აღმოსავლეთპარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.