ვახტანგ მეგრელიშვილი: 30 თუ რამდენი ადამიანიც შემოდის პარლამენტში, მე მათ სიხარულით ველოდები

ვახტანგ მეგრელიშვილი: 30 თუ რამდენი ადამიანიც შემოდის პარლამენტში, მე მათ სიხარულით ველოდები

30 თუ რამდენი ადამიანიც შემოდის პარლამენტში, მე მათ სიხარულით ველოდები, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მეგრელიშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობდა.

„ჩვენი პერფორმანსი ჟურნალისტების მიერ იყო პროვოცირებული. მადლობა მათ ამისთვის. ამ პერფორმანსმა თავისი ფუნქცია შეასრულა. გასაბრაზებელი გაბრაზდა; გამგებმა გაიგო და იდეაში, ამით დასრულდა. მე იქ 33 ადამიანს ველოდები, რომლებიც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი არ არის. მათთან შემეძლება ისეთ რაღაცებზე საუბარი, რომლებზეც ესენი უარს მეტყვიან. ჩვენ ბევრი ამოცანები გვაქვს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, გასულმა 7 თვემ გამოაჩინა, რა იყო ქვეყნის მთავარი პრობლემა.

„ეს იყო სიძულვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ვნერგავდით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ერთი მხარე თავისი ამომრჩევლის თვალში მართალი იყოს და მეორე მხარე - ანალოგიურად, ქვეყანა მივიდა იმ დონეზე, რომ ფაქტობრივად, დაპირისპირების იქეთ არაფერი რჩებოდა. ერთმანეთს ქვეყნის მოღალატეებს ვეძახდით“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.