დღეს მმართველ პარტიაში შეთანხმება შედგა და კალაძის კანდიდატობაც გადაწყდა. საინტერესოა, რომ დღეს კალაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ირაკლი კობახიძემ. როგორც ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, კახა კალაძე თბილსიის საუკეთესო მერია და მის სახელზე უამრავი მნიშვნელოვანი და ინოვაციური რეფორმაა, რომელიც დედაქალაქისთვის განხორციელდა.
აქამდე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მმართველი პარტიის შიგნით არსებულ განხეთქილებებზე, რომ ბევრს არ სურდა კალაძის კანდიდატობა კვლავ, გაუგებარი იყო თვითონ მისი პოზიციაც.