ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი

ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი

მივესალმები თქვენს ხალხს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს - ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა, მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი თბილი მიღებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თურქეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.

„თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ბატონო პრემიერო, ყური ხომ არ მოგიკრავთ აშშ, ამერიკის შეერთებული შტატები რას ამბობს?! ამას კი მე ვამბობ - ნატო თქვენ და ზმუკი, თქვე უაზროებო!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ირაკლი დროზე გაასწარი, თორემ სულ მალე "ჩვენი სტრატეგიული მეგობრები" მოგთხოვენ კვოტას ლგბტ ხროვისათვის 24 წლის პარლამენტის არჩევნებზე!
4 წლის უკან