Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს საეჭვო წარმომავლობის ვებგვერდზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.
საეჭვო წარმომავლობის მასალა, რომლის გაფორმება Sputnik-საქართველოს ვებგვერდთან არის მიმსგავსებული, ქსელში დღეს გავრცელდა. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან თითქოს ქართულ ტელეარხს მისცა.
Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან. ქსელში გავრცელებული მასალა არანაირ კავშირში არ არის sputnik-georgia.ru და sputnik-georgia.com ვებგვერდებთან.
ფეიკ-გვერდის სქრინი, რომელიც Sputnik-საქართველოს ლოგოს და გაფორმებას იყენებს
აღნიშნული ფეიკ-გვერდის ავტორებს ვურჩევთ მათ მიერ გავრცელებული მასალიდან წაშალონ Sputnik-საქართველოსთან ასოცირებული ყველა ელემენტი, მათ შორის ლოგო და პორტალის გაფორმების ელემენტები.