მარინა კალიურანდი: შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს

მარინა კალიურანდი: შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს

შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა.

„ვაფასებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი მოითხოვს. შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. ეს ნიშნავს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებას“, - დაწერა მარინა კალიურანდმა Twitter-ზე.