„გიორგი გახარიას და მის ახალ პარტიას სერიოზული გამოწვევა აქვთ - ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიებში ზედმეტად აქტუალურნი. თითქოსდა ამ პარტიის გარდა სხვა არაფერია მნიშვნელოვანი და მწვავე - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამის მიღწევა გაიძვერობაში დაოსტატებულ ნაცტელევიზიებს შესანიშნავად შეუძლიათ.
„გიორგი გახარიას და მის ახალ პარტიას სერიოზული გამოწვევა აქვთ - ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიებში ზედმეტად აქტუალურნი. თითქოსდა ამ პარტიის გარდა სხვა არაფერია მნიშვნელოვანი და მწვავე. ამის მიღწევა გაიძვერობაში დაოსტატებულ ნაცტელევიზიებს შესანიშნავად შეუძლიათ. მწვავე შეკითხვები, ნაცსექტის პოზიციების დაფიქსირება შეკითხვების "სოუსში" და ა.შ.
რა მიზანი აქვთ სააკაშვილის სექტასა და მარიონეტ ტელევიზიებს? ის, რომ კიდევ უფრო შეუტიონ "ქართულ ოცნებას" გახარიას საშულებით, რათა ყოფილმა პრემიერმა "ნაცებს" კი არ წაართვას ხმები, არამედ მმართველ გუნდს. რატომ? სააკაშვილი & Co, მით უმეტეს პარლამენტში სრულიად სამარცხვინოდ შესვლის შემდეგ, ცდილობენ მოიპოვონ ვადამდელი საპარლამენტო - ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში არ მოხდეს 43%-ით "ჩაკეტვა".
დაესწრება თუ არა გახარიასა და მისი გუნდის, ისევე როგორც სხვა პარტიების პრესკონფერენციებს "იმედი" და "პოსტივი", ეს ამ ტელესადგურების რედაქციების გადასაწყვეტია. მონაწილეობისა და გაშუქების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურია. რაც შეეხება სელექციურ მიწვევას [როგორც "ობიექტივის" ჟურნალისტებისგან ირკვევა, არ დაპატიჟეს], ეს მიუღებელია! ცხადია, მიწვევის გადაწყვეტილებებს კონკრეტული პარტია იღებს. საჯარო პირებს, რომლებიც ხმებზე "ნადირობენ", არცერთი მედია-საშუალების განაწყენებას ვურჩევ“ - წერს გია აბაშიძე.