დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გახარია განსაკუთრებულ ფავორში ეყოლებათ „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხებს. თუმცა, უშველის კი ეს „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისეთი პირი უჩანს, რომ „ნაცმოძრაობისთვის: და მისი სატელიტებისთვის გიორგი გახარია გადაიქცა ერთგვარ „მაშველ რგოლად: იმის იმედით, რომ დახრჩობა-ჩაძირვისგან გადაარჩენს იმით, რომ „ქართულ ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე რამდენიმე პროცენტს წაართმევს, 43% ვერ ააღებინებს და ნანატრი ვადამდელი არჩევნებიც ხელში ექნებათ, რომელსაც მოეჭიდებიან და ნაპირზე ამოცოცდებიან.
ამიტომაც, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გახარია განსაკუთრებულ ფავორში ეყოლებათ „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხებს. თუმცა, უშველის კი ეს ნაცმოძრაობას?“, - წერს ექსპერტი.
გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად დააფუძნა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.