ლევან ნიკოლეიშვილი: ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა

ლევან ნიკოლეიშვილი: ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა

ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა: თითქოს მწვავე კითხვებს უსვამდნენ ახალი პარტიის ლიდერს, თითქოს ძალიან კრიტიკულები და უკმაყოფილოები ჩანდნენ, აქითაც გახარია სათქმელს თან ამბობდა, თან ახალს არაფერს არ ამბობდა, რამდენიმე სერიოზულ უარყოფაც იყო-„მასე არ მითქვამს ან თქვენ ვერ გაიგეთ“ და ა.შ. თან ეუბნებოდნენ ახალს არაფერს ამბობთო და ჩვენს ტელევიზიაში როდის მოხვალთ, ერთი სული გვაქვსო ( ეს კომედიის ნაწილი იყო!)
ძირითადი კი გამოიკვეთა, ხალხის თვალში სრულიად ინტერეს დაკარგულ, სახელგატეხილ და გაკოტრებული ნაცოპოზიციას, მის მიმდევრებსა და პარტტელევიზიებს  აუცილებლად მოკავშირე სჭირდებათ, უფრო მეტიც თუ სკანდალური „ნიუსი“, არა მინიმუმ რაღაც „ამბებიც“  სჭირდება ისეთი, რომ ტელეეკრანიდან არ ჩამოვიდეს და რაღაცნაირად შეეცდებიან გახარია ამ კუთხით მუდმივად აპიარონ და ყურადღების ცენტრში ამყოფონ, იქნებ ამით დაასუსტონ „ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნების წინ, აქედან რა გამოვა, იმის გათვალისწინებით თუ აქამდე რა გამოუდიოდათ, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

amo ბ-ნო ლევან ღვარძლის გარეშე
4 წლის უკან
Ninja მართალს ბრძანებთ ბატონო ლევან
4 წლის უკან