ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გახარიას მთავარი დანიშნულებაა დააზიანოს „ქართული ოცნება“ და მის ხმებზე ინადიროს, რაშიც ხელს უწყობს სამი პარტიული ტელევიზია. ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და ახლანდელი წევრებისთვის, ასევე მათი პარტიული ტელევიზიებისთვის ახლა მთავრია რომ გახრიამ აქტუალობა არ დაკარგოს.
მას დაუსვამენ მწვავე შეკითხვებს თუ გააპიარებენ, ეს არის მეორე საკითხი.
ახლა მთავრია მათთვის, რომ შეინარუნოს ნიშა, ჩანდეს ეკრანზე, რომ მის ყოველდღიური აქტიურობა გახდეს „ქართული ოცნების“ დარტყმის საფუძველი.
ეს აღიარა ცისკარიშვილმა და უგულავამ და ნათლად ჩანს, რომ ყოფილ პრემიერში ისინი მოკავშირეს ხედავენ, იმ კუთხით რომ რამენაირად „ქართულ ოცნებას“ ჩამოაჭრას გახარიამ პროცენტები და მერე ეს გახდეს საფუძველი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის.
ამ ეტაპზე გახარიას მთავრი დანიშნულებაა დააზიანოს „ქართული ოცნება“ და მის ხმებზე ინადიროს.
ამას ხელს უწყობს 3 პარტიული ტელევიზია, რომელიც ცდილობს რომ გახარიამ აქტუალობა არ დაკარგოს და მუდმივად ზედაპირზე იტივტივოს“ წერს ზურაბ ქადაგიძე.