ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“: რადიკალური ნაბიჯები არ არის მისაღები

ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“: რადიკალური ნაბიჯები არ არის მისაღები

მნიშვნელოვანია კონსულტაციები გაიმართოს კონკრეტულ ადამიანებთან, ვისაც აქვს კითხვები, ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური ტრიუკია და არ არის სწორი ასეთი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის კვლავ მზად არის.

„ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა საკუთარი ნება და სურვილი, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა, ამ შეკითხვებს უპასუხოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. რადიკალური ნაბიჯები არ არის მისაღები. ჩვენ ვართ მზად დისკუსიისთვის ყველასთან და მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება ჩვენი მხრიდან გაგრძელდეს ურთიერთობა. რადიკალიზმი არ არის აქ პროდუქტიული. თუ ვინმეს აქვს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, დასვან ეს კითხვები. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხებთ ამ კითხვებს. ეს არის ყველაზე სწორი და გონივრული ფორმატი“, - განაცხადა კობახიძემ.