ვახტანგ გომელაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გარეთ ყოფნასა და აქციების გამართვას, სჯობს, პარლამენტში იყვნენ

ვახტანგ გომელაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გარეთ ყოფნასა და აქციების გამართვას, სჯობს, პარლამენტში იყვნენ

გარეთ ყოფნასა და აქციების გამართვას, სჯობს, პარლამენტში იყვნენ, იკამათონ და იმსჯელონ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას მიესალმება.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას მივესალმები. რა თქმა უნდა, ეს კარგია. ეს ჩემი პირადი აზრია. გარეთ ყოფნასა და აქციების გამართვას, სჯობს, პარლამენტის შიგნით იყვნენ, იკამათონ და იმსჯელონ. უკეთესი იქნება და ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგებისა და არეულობების მოწყობა“, - განაცხადა შს მინისტრმა.