ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისივე, ძირშივე მცდარი პოლიტიკით აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან უჭირთ

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისივე, ძირშივე მცდარი პოლიტიკით აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან უჭირთ

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისივე, ძირშივე მცდარი პოლიტიკით აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან უჭირთ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა, მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული ქმედება, რათა, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო. რაც მათ მოაწყვეს, არის ობსტრუქცია. თავად ხედავენ, რომ ეს პოზიცია აბსოლუტურად წამგებიანია. მათ სჭირდებათ, რაღაცნაირად, თავი გაიმართლონ ამომრჩეველთან, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში კვებეს ფუჭი დაპირებებით“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.

19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ელოდებიან, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს ბარიერგადალახული ყველა პარტია შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტშია, ნაწილი მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშია და შეხვედრებს მართავს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრით გადაწყვეტს, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.