დავით უსუფაშვილი სასამართლო რეფორმაზე: ვერ გეტყვით, რომ იდენტური პოზიციები გვაქვს

დავით უსუფაშვილი სასამართლო რეფორმაზე: ვერ გეტყვით, რომ იდენტური პოზიციები გვაქვს

„ვერ გეტყვით, რომ იდენტური პოზიციები გვაქვს; ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კი არის პრობლემები, მაგრამ საქმე კარგადაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კი არის პოზიტიური ამბები, მაგრამ ძირითადი საქმე ცუდადაა“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, 1-ელ ივლისამდე, პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სასამართლო რეფორმა, რომელიც რეკომენდაციებისთვის უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„არის დიდი პრობლემა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის გაუზრდელად, სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს, მაგრამ ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, როცა უკიდურესად დაპირისპირებულ და არაკონსტრუქციულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ეს მოითხოვს შრომასა და გარჯას. ვერ გეტყვით, რომ იდენტური პოზიციები გვაქვს; ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კი არის პრობლემები, მაგრამ საქმე კარგადაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კი არის პოზიტიური ამბები, მაგრამ ძირითადი საქმე ცუდადაა. ამ საწყისი პოზიციებიდან ვიწყებთ მუშაობას“, - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

სასამართლო რეფორმაზე პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. ვიდრე სამუშაო ჯგუფი ოფიციალურად შეიქმნება, დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მართლმსაჯულების რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება. როგორც ცნობილია, საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებასა და ასევე, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის რეფორმაზე.