ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრით გადაწყვეტს, შევა თუ არა პარტია პარლამენტში

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრით გადაწყვეტს, შევა თუ არა პარტია პარლამენტში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ უახლოეს ორ დღეში, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და კენჭისყრით გადაწყდება, შევა თუ არა სააკაშვილის გუნდი საკანონმდებლო ორგანოში. კენჭისყრა კი, საჭიროა იმისთვის, რომ პარტიაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

„პოლიტსაბჭომ, როგორც მთავარმა სათათბირო ორგანომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პოლიტიკურმა ბადემ უნდა მიიღოს გადაწყვტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება იქნება კვირას, რადგან კენჭისყრაზე უნდა დადგეს ეს საკითხი. გადაწყვეტილება ვერ იქნება, ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე არ დადგება“, - აცხადებს პარტიის წევრი ხატია დეკანოიძე.

19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ელოდებიან, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს ბარიერგადალახული ყველა პარტია შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტშია, ნაწილი მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშია და შეხვედრებს მართავს.