პროტესტი, რომელიც იღებს ისეთ სახეს და ამბობს, რომ ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ ზოგადად ჰესის მშენებლობის და ულტიმატუმების სახით ხდება ამ თემაზე საუბარი, არის მცდარი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა პროტესტი კონკრეტულ თემას ეხება და ამ თემის უკეთ წარმართვას ითხოვს, მისაღებია.
„პროტესტი, როცა ის ეხება კონკრეტულ თემას და ითხოვს ამ თემის უკეთესად წარმართვას ეს მისაღები და გასაგებია, მაგრამ პროტესტი, რომელიც იღებს ისეთ სახეს და ამბობს, რომ ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ ზოგადად ჰესის მშენებლობის და ულტიმატუმების სახით ხდება ამ თემაზე საუბარი, არის მცდარი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
გასულ ღამეს თბილისიდან დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები“ გუმათში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.