ვლადიმერ ბოჟაძე: ის, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციამ შეიძინა პოლიტიკური ელფერი უკვე ფაქტია და, როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ აღარ აქვთ ხალხში ისეთი მხარდაჭერა

ვლადიმერ ბოჟაძე: ის, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციამ შეიძინა პოლიტიკური ელფერი უკვე ფაქტია და, როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ აღარ აქვთ ხალხში ისეთი მხარდაჭერა

ბუნებრივია, წუხანდელმა მოვლენებმა ყველას გაგვახსენა 8 ნოემბრის ღამე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს არჩევნების მიმართ, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ ღამით, სოფელ გუმათში განვითარებული მოვლენები.

„სამწუხაროა, რომ „ნამხვანჰესთან“ დაკავშირებულმა აქციებმა უკვე პოლიტიკური ხასიათი მიიღო. იგივე დედაქალაქში გამართული მათი აქციები, რომელიც პიკეტირებაში, ბლოკირებასა და საცობებში გადაიზარდა. და ყველაზე მთავარი და გულდასაწყვეტი იყო, როცა მათ მოგვიწოდეს არ წავსულიყავით 26 მაისის აღლუმზე და მივსულიყავით მათთან აქციაზე. ის, რომ ამ აქციამ შეიძინა პოლიტიკური ელფერი, უკვე ფაქტია და, როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ აღარ აქვთ ხალხში ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ჰქონდათ“, - მიიჩნევს ბოჟაძე.

გასულ ღამეს თბილისიდან დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები“ გუმათში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.