სემეკის 27 მაისის საჯარო სხდომის ანონსი 

სემეკის 27 მაისის საჯარო სხდომის ანონსი 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 27 მაისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „თბილისი ენერჯისთვის“  დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე.  

საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. 

პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში,  სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა. 

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 27 მაისის 11:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.