"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.

როგორც "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გუმათის შესასვლელთან გზას კეტავენ მხოლოდ კომპანია "ენკასთვის", რომელიც ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, მათ შორის გუმათიდანაც შედიან.

მისი თქმით, ამგვარად უზრუნველყოფენ იმას, რომ ადგილზე კომპანიის სატრანსპორტო საშუალება არ შევიდეს. გოლეთიანის განცხადებით, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ხეობაში კანონი დაიცვან.

„ამ ადგილზე ხეობა გადაიკეტა, გავნაწილდით. სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა. მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება“, -აღნიშნა გოლეთიანმა.

ამ წუთებში, "რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში, იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ოფისია განთავსებული. კომპანიის ეზოში კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

Katana . რატომ უხდით საომრად ამ ხალხს იმას, რაც მათი კუთვნილებაა - ისტორიულადაც, კანონითაც და იუსტიციის სამინისტროს დასკვნითაც?!

რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს ასეთ სიშლეგეს, რომ ძალიან დიდი ანგარების გარეშე დასთანხმდე ინვესტორს პირობებზე, რომელიც მხოლოდ შენზე გამარჯვებულმა მტერმა შეიძლება მოგახვიოს თავს, როგორც ' რ ე პ ა რ ა ც ი ა !

რატომ შეიძლება აჩუქო თურქს ამხელა ტერიტორია მხოლოდ იმისათვის, რომ მან 15 წლის განმავლობაში ყველა სხვა მეზობელზე უფრო ძვირად მოგყიდოს შენსავე ტერიტორიაზე, შენივე ხეობის ჩაძირვის ფასად გამომუშავებული დენი, ხოლო მერე უფლება ჰქონდეს საერთოდ დაგიკიდოს და ვინც მეტს გადაუხდის, იმას მიჰყიდოს ეს დენი?!
თანაც, ყველა რისკი რომ შენს თავზე რომ უნდა აიღო და წყალი თუ დააკლდა, უფლება ჰქონდეს იმ თურქს, სხვა მდინარე გადმოაგდოს და საერთოდ უწყლოდ დატოვოს რეგიონი?!

დაასახელეთ ერთი პრეცედენტი, როცა მსგავსი კაბალური ხელშეკრულება ნებაყოფლობით(Sic!) იქნა დადებული სადმე, ვინმეს მიერ!!!
4 წლის უკან
mamago ჩაკეტეთ, შემოალეთ ღობე ამ ქვეყანას და ფაფახებით იცეკვეთ ლეზგინკა!
4 წლის უკან