მამუკა მდინარაძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს დიალოგის შესაძლებლობები გამოიყენონ

მამუკა მდინარაძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს დიალოგის შესაძლებლობები გამოიყენონ

მამუკა მდინარაძემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია შეაფასა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა დიალოგის შესაძლებლობა გამოიყენონ.

„როდესაც ვამბობთ, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უნდა გაჩერდეს ეს პროექტი და არა მხოლოდ ეს პროექტი, არამედ მოდი მთელი ენერგეტიკა გავაჩეროთ და მერე შევთანხმდეთ რაღაცაზე, ეს არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან ცუდის გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ. სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ადამიანები ამით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებენ ან გამოსდით, რომ ასე აკეთებენ. მე მათ მოვუწოდებ და ყველას ვთხოვ, ისარგებლონ ისეთი შემთხვევებით, როგორსაც გუშინ და გუშინწინ ჰქონდა ადგილი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებდა მას შეხვედროდნენ და დეტალებში გარკვეულიყვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

amo მდინარაძე ხელშეკრულება წაკითხული გაქვთ?
4 წლის უკან
amo თუ რასაც დავით ჩიხელიძე აქვეყნებს მართალია, მაშინ რა დეტალების გარკვევაზე საუბრობთ? რაღაა გასარკვევი.
4 წლის უკან