ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას ეკონომიკის გახსნა მოჰყვება, რაც პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას ეკონომიკის გახსნა მოჰყვება, რაც პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას ეკონომიკის გახსნა მოჰყვება, რაც დადებით მოლოდინებს ქმნის და პოზიტიურად აისახება ლარის გაცვლით კურსზე.

„ვაქცინაცია შედის ძალიან აქტიურ ფაზაში - ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლები შეზღუდვა გვექნება. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის მოლოდინები არის პოზიტიური. აპრილის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები ძალიან პოზიტიურია და ესეც ნიშნავს იმას, რომ მეტი ვალუტა შემოდის ეკონომიკაში, რაც პოზიტიურად მოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 7 თეთრით გამყარდა.