პროფესორ, ანალიტიკოს თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, თუ საქართველო უარს იტყვის თავისი ჰიდრორესურსების გამოყენებაზე და განვითარებაზე, ეს დაახლოებით იგივე, აზერბაიჯანმა რომ უარი თქვას გაზსა და ნავთობზე.
„თუ ჩვენ ეს რესურსები არ განვავითარეთ, 5-10 წელიწადში მთლიანად ჩამოვეკიდებით იმპორტზე, იმპორტი კი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. ასე რომ, ყველამ უნდა კითხოს საკუთარ თავს - ვის უნდა აწყობდეს ამ ჰესის მშენებლობის ჩაშლა“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.