ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს, რომელიც, შესაძლოა, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე წერს.
„შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს. მეორეს მხრივ, აშშ-ის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების. ეს კი, კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს.
საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით - კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა“, - წერს ქვრივიშვილი.