პაატა მანჯგალაძე: ვინაიდან ახალი რეალობაა და პარლამენტში შემოვიდა გარკვეული ჯგუფი ოპოზიციური პარტიების, არსებული კვოტების გადანაწილება მოხდა

პაატა მანჯგალაძე: ვინაიდან ახალი რეალობაა და პარლამენტში შემოვიდა გარკვეული ჯგუფი ოპოზიციური პარტიების, არსებული კვოტების გადანაწილება მოხდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, კოვოტების განაწილება ფორმალური და ტექნიკური საკითხია, ამას განსაზღვრავს ფრაქციებში რაოდენობა, უპარტიო დეპუტატების რაოდენობა და ფორმულით გამოითვლება.

„ეს არის ფორმალური და ტექნიკური საკითხი, ამას განსაზღვრავს ფრაქციებში რაოდენობა და უპარტიო დეპუტატების რაოდენობა და ფორმულით გამოითვლება. ვინაიდან ახალი რეალობაა და პარლამენტში შემოვიდა გარკვეული ჯგუფი ოპოზიციური პარტიების არსებული კვოტების გადანაწილება მოხდა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაზარდა. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, კომისიაში ოთხის ნაცვლად ექვსი წევრი იქნება.