კახა კუჭავა: ოპოზიციისგან გაკეთდა განცხადებები, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ

კახა კუჭავა: ოპოზიციისგან გაკეთდა განცხადებები, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ

ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა EURACTIV-თან ინტერვიუში აცხადებს.

კუჭავა დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში და იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ 43%-ზე ნაკლებით მოიგებს, მისი თქმით, ეს გამოიწვევს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტის გააქტიურებას და დაიწყება მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმებისთვის.

„ადრეული გამოკითხვების გათვალისწინებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი 43%-ზე ნაკლების აღებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი კვლავ პარლამენტში დაბრუნდნენ და მათი აზრით, მათ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად გარეთ რჩება, ჩვენ კვლავ ვხედავთ კარვებს პარლამენტის წინ“, - განაცხადა კუჭავამ.