საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 564 ტესტი ჩატარდა.