ესპანეთის მთავრობა: საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ბიზნესცენტრი აზიასა და ევროპას შორის

ესპანეთის მთავრობა: საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ბიზნესცენტრი აზიასა და ევროპას შორის

ესპანეთის მთავრობა ესპანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ესპანეთი და საქართველო პოზიტიურ ორმხრივ ურთიერთობას ინარჩუნებენ, რომლის განვითარების სურვილი ორივე ლიდერმა გამოთქვა, განსაკუთრებით ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების სფეროში. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ბიზნესცენტრი აზიასა და ევროპას შორის, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ხაზი გაუსვა ესპანეთის დაინტერესებას, გაზარდოს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი საქართველოში პროექტების დასაფინანსებლად.