საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომ საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი სწრაფად განხილულიყო, რადგან პარლამენტში საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ვთხოვეთ სწრაფად განხილვა, ვინაიდან, დაგეგმილია პირველი, მეორე მოსმენები და გვინდა, რომ მეორე მოსმენამდე, 6 ივნისამდე უკვე იყოს დასკვნა, ვინაიდან 7 ივნისის კვირაში უკვე მეორე მოსმენა უწევს პარლამენტში. ამ თხოვნით მივმართეთ ვენეციის კომისიასაც. მომავალ კვირას პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით განხილვა იქნება. მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნება მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.