ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: ძალიან მაბრაზებს ის, რომ ოპოზიციაში ზოგიერთი ვერ ხვდება რა მნიშვნელოვან რეფორმას ვატარებთ

ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: ძალიან მაბრაზებს ის, რომ ოპოზიციაში ზოგიერთი ვერ ხვდება რა მნიშვნელოვან რეფორმას ვატარებთ

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო რეფორმა არჩევნების გაყალბების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.

„მოქალაქეების“ წევრის თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელს რიტორიკა პოპულისტური და უსაფუძვლოა.

„მე ძალიან მაბრაზებს ის, რომ ოპოზიციაში ზოგიერთი ვერ ხვდება რა მნიშვნელოვან რეფორმას ვატარებთ და იმ რეფორმის გატარების შემდეგ ჟვანია კი არა გებელსი რომ დაინიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ, ის ვეღარ გააფუჭებს ვერაფერს.ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება აქამდე ნუ დაახურდავებენ და ნუ დააწვრილმანებენ ამ თემას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.