"ყველას სურს რამე მოგვაკბიჩოს... ვინც ამას აპირებს, კბილებს ჩავულეწავთ" - პუტინის თქმით, ქვეყანა მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიების ხელყოფის მცდელობას

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა მკაც­რად უპა­სუ­ხებს მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხელ­ყო­ფის ყვე­ლა მცდე­ლო­ბას.

რუ­სე­თის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის "გა­მარ­ჯვე­ბის" ვირ­ტუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რი­სას პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც კი ქვე­ყა­ნა ძლი­ერ­დე­ბა, მისი ოპო­ნენ­ტე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პო­უ­ლო­ბენ მი­ზე­ზებს, რომ შე­ე­ცა­დონ შე­ზღუ­დონ მისი გან­ვი­თა­რე­ბა.

პუ­ტი­ნის თქმით, რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან მის ოპო­ნენ­ტებს "ასე­თი ქვე­ყა­ნა უბ­რა­ლოდ არ სჭირ­დე­ბათ".

"ყვე­ლას სურს სად­მე გვი­კ­ბი­ნოს ან რამე მოგ­ვაკბი­ჩოს. მაგ­რამ მათ უნდა იცოდ­ნენ - ვინც აპი­რებს ამის გა­კე­თე­ბას, რომ ყვე­ლას კბი­ლებს ჩა­ვუ­ლე­წავთ ისე, რომ მათ კბე­ნა ვერ შეძ­ლონ“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მან აქვე ახ­სე­ნა, რომ რუ­სეთს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში აქვს სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი ია­რა­ღი - ზებ­გე­რით სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა “ავან­გარ­დი”.