„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ერთი ტიპის ვაქცინაა. კლასიკური ტექნოლოგიის გამო, გვერდითი მოვლენების გამოხატვის ინტენსიურობა ბევრად ნაკლებია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც გვაქვს „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანასთან დაკავშირებით. ასევე, დიდი მოლოდინია, რომ უფრო მეტი კომპანია იქნება ამ პროცესის მონაწილე.
„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ერთი ტიპის ვაქცინაა, ვგულისხმობ იმას, რომ ორივე ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია კარგადაა ცნობილი. ეს არის ის ტექნოლოგია, რომელიც ემყარება ინაქტივირებული, მკვდარი ვირუსის მიერ ანტისხეულების გამომუშავების ხელშეწყობას. ამ კლასიკური ტექნოლოგიის გამო, გვერდითი მოვლენების გამოხატვის ინტენსიურობა ბევრად ნაკლებია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა მსურველებს ხვალიდან, 12:00 საათიდან შეეძლებათ, თავად იმუნიზაცია კი ორშაბათიდან დაიწყება. რაც შეეხება „სინოფარმით“ აცრას, მის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეიდან დაიწყო.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 101 ათასზე მეტი ადამიანია უკვე აცრილი.
საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 21 მაისს ამოქმედდება.
საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.