ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანს შეუძლია აცრის წინ და შემდეგ რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ იბანაოს

ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანს შეუძლია აცრის წინ და შემდეგ რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ იბანაოს

ადამიანს შეუძლია აცრის წინ და შემდეგ რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ იბანაოს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„დაბანასთან დაკავშირებით ხშირად მსმენელია ჩვილი ბავშვების აცრისას, როდესაც 2,3, და 4 თვის ბავშვს ცრიან, ზოგიერთი პედიატრი ხშირად არიგებს მშობელს, რომ ნანემსარი წყალს მოარიდონ, რომ ინფექცია არ შეიჭრას. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აცრის შემდეგ ჩვილ ბავშვებსაც არ უკრძალავენ ბანაობას.

ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და შესაბამისად აქედან ინერციით გადმოვიდა ეს მცდარი შეხედულება. რადგან საყოველთაო ვაქცინაციაა, აირია რეკომენდაციები - ბავშვები, დიდები, შესაბამისად ეს არავითარ მეცნიერულ საფუძველს არ ეფუძნება, არავითარი ინფექციის შეჭრის შესაძლებლობა არ არსებობს - ადამიანს შეუძლია ვაქცინის წინ და ვაქცინის შემდგომ რამდენჯერაც უნდა დაიბანოს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.