ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა" მთლად ასე ყველაფერში თუ ერკვეოდნენ არ მეგონა სპორტის საკითხებითაც დაინტერესებულან, კერძოდ რაგბით. ,,რაგბი ჩვენი თამაშია" რომ ვამბოᲑთ და ასე ვამაყობთ ჩვენი ბორჯღალოსნების გამარჯვებებით, იმით რომ სპორტის ამ საოხებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს, სწორედ იმის დამსახურებაა რომ რაგბის ინფრასტქრუქტურის და კლუბების განვითარებაში ფონდა ,,ქართუმ" ათეულობით მილიონი ლარი ჩადო და ეს სრულიად უანგარო ქველმოქმედება ახლაც გრძელდება. არათუ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს ჯილდოც კი გადაეცა. რა მიზანს ემსახურება ასპინძის სარაგბო ბაზის გარშემო ,,კვლევა", რატომ ხდება მიზანმიმართულად ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, წარმატებული, პოპულარული და მასობრივი სპორტის სახეობის დისკრედიტაცია? მხოლოდ იმიტომ რომ როგორმე ჩირქი მოცხონ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელ ადამიანს? მხოლოდ იმიტომ რომ ახლა ასეთია პოლიტიკური დაკვეთა? მთლად ასე ,,საერთაშორისოდ გამჭვირვალედ" პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, არა! არ შეიძლება გაქცეული მთავარსარდლისგან ბრძანებების მიღება, მიუხედავად იმისა რომ კაპიტანი ხარ ეკა"
#რაგბიჩვენითამაშია #ბორჯღალოსნები